თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ხეების უკანონო მოჭრისთვის მოქალაქე დააჯარიმა.
როგორც "ნიუსპრესს" "ეკოლოგიური სამართლის ცენტრში" განუცხადეს, მუშტაიდის პარკში, რესტორან "გვირილას" გვერდით მიმდინარე სამუშაოების გამო, მწვანე ნარგავები განადგურდა. ადგილზე მოჭრილია როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები.
"ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა" აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ზედამხედველობის სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ სარეკრეაციო განყოფილებას მიმართა.
განყოფილებამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მოქალაქე ბერუჩა ლეხუტაშვილის სახელზე შეადგინა. მას სამართალდარღვევათა კოდექსის 1 511-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. მუხლი სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციასაც ითვალისწინებს.
