ID ბარათებით უკვე 200 000 მოქალაქე სარგებლობს
ID ბარათებით უკვე 200 000 მოქალაქე სარგებლობს
16:27 15.03.2012
ელექტრონული პირადობის მოწმობა, ე.წ ID ბარათი ამ დრომდე 200 000-მა მოქალაქემ მიიღო.
როგორც "ნიუსპრესს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, რუსთავის იუსტიციის სახლში, ID ბარათების სერვისების შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა ბრიფინგი გამართა.

მისი განმარტებით, ID ბარათი მარალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია.

სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ საკუთარი პერსონალური ინფორმაციის იუსტიციის სახლის ვებგვერდზე დათვალიერება, რეგისტრაციის ადგილის დისტანციურად შეცვლა და ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის მიღება.

ბეჭდვა