რუსთავის იუსტიციის სახლს ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაცია ესტუმრა.
ყირგიზეთის დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლის მუშაობის კონცეფციას და სპეციფიკას
გაეცნენ და მომხმარებელთა მომსახურების პროცესს დააკვირდნენ.
როგორც "ნიუსპრესს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში განხორციელებული რეფორმების შედეგების გაცნობაა.
დელეგაციაში ჯანდაცვის, განათლების, სოცუზრუნველყოფის, ახალგაზრდობის, შრომისა და დასაქმების მინისტრები შედიან.
