მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს
მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს
16:20 14.03.2012
მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი კონტროლის პალატას ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას  ხელის შეშლაში ადანაშაულებს და სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტების დეტალურად შესწავლას და გამოძიებას სთხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებულმა ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესი ღიად უნდა განხორციელებულიყო, ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის შენობაში შესვლის უფლებაც კი არ მისცეს.
ამ ფაქტების გათვალისწინებით, ცენტრი მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატის თანამშრომლები, რეგიონებში მოქალაქეების დაკითხვის პროცესზე ჟურნალისტების არ დაშვებით, მედიის საქმიანობას უკანონოდ უშლიან ხელს.

ბეჭდვა