იუსტიციის სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანიის დევიზისა და ლოგოს შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა.
სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი საქართველოს იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ინიციატივით ტარდება. მისი მიზანი მოსწავლეების ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩართვაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში უფროსკლასელებს შეხვდნენ და მათ კონკურსის მიზანი და პირობები გააცნეს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს რამდენიმე ნამუშევარი 25 მარტამდე შეუძლიათ გააგზავნონ.
