კოსტავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია
კოსტავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია
10:22 14.03.2012
სამართალდამცავებმა კოსტავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ირანელი მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანელ ბიზნესმენთა კავშირის თავმჯდომარის მაქსუდ ბედუსტანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ირანის მოქალაქე ნაბიდ ნოუ ბაჰადი სოფელ მარტყოფში დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალს განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენებენ.
გუშინ თბილისში კოსტავას გამზირზე მდებარე ყოფილი გამომცემლობის შენობის ერთ-ერთ ოფისში საქართველოს მოქალაქე, 45 წლის ირანელი ბიზნესმენი მაქსუდ ბედუსტანის ცხედარი აღმოაჩინეს. მას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.



ბეჭდვა