ფრანგმა სენატორებმა რუსთავის იუსტიციის სახლი დაათვალიერეს
ფრანგმა სენატორებმა რუსთავის იუსტიციის სახლი დაათვალიერეს
19:09 13.03.2012
რუსთავის იუსტიციის სახლს დღეს ფრანგი სენატორები სტუმროდბნენ.
როგორც "ნიუსპრესს" ისუტიციის სამინისტროდან აცნობეს, დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცვნენ.
მათივე ინფორმაციით, საფრანგეთის დელეგაციის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, იუსტიციის სახლების მუშაობის სპეციფიკას დაკვირვებოდნენ და თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაეთვალიერებინათ.
იუსტიციის მინისტრის მოდგილემ გიორგი ვაშაძემ ფრანგ სტუმრებს განუმარტა, თუ რა პროცედურები და დროის რა რესურსია საჭირო იმ სერვისების მისაღებად, რასაც იუსტიციის სახლი მომხმარებელს სთავზობს.
საფრანგეთის დელეგაცია საქართველოს წუხელ ესტუმრა. მათ უკვე დაათვალიერეს შს მომსახურების სააგენტო და შეხვდნენ შს მინისტრის მოადგილეს ეკატერინე ზღულაძეს. სენატორები საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდებიან. შეხვედრები სამთავრობო სტრუქტურებში ორი დღე გაგრძელდება, ფრანგი სენატორები საქართველოს 15 მარტს დატოვებენ.

ბეჭდვა