საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე დაკავებული ქართველი მიგრანტების შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
დამატებითი ინფორმაცია არ აქვს ჯერჯერებოთ თურქეთში საქართველოს საელჩოსაც.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისთვის 62 ადამიანი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
საქართველოს, ფილიპინების, სომალის, პაკისტანის, ავღანეთისა და აზერბაიჯანის დაკავებული მოქალაქეები ქალაქ ედირნეს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებულები თურქეთში არალეგალურად მუშაობდნენ. მათი დეპორტაცია უახლოეს დღეებში განხორციელდება.
ადგილობრივი სამართალდამცავები ეჭვმიტანილთა ვინაობის დაზუსტებას ცდილობენ.
