იუსტიციის სამინისტროს ხვალ ევროკავშირის ექსპერტთა დელეგაცია ეწვევა.
როგორც "ნიუსპრესს" იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ევროკომისიის მისიის ძირითადი მიზანი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების იმპლემენტაციის შეფასებაა.
მათივე ინფორმაციით, მისიამ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე დიალოგის დაწყებისთვის საქართველოს მზაობა უნდა შეისწავლოს.
