საჯარო რეესტრი დეველოპერულ კომპანიებს სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებაში დაეხმარება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა დღეს საქართველოში მოქმედ დეველოპერულ კომპანიებთან შეხვედრა გამართა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სოსო წიქარიშვილმა განაცხადა, უძრავი ქონების რეგისტაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა.
"შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს თავიანთი პრობლემატური საკითხები, რომელთა გამარტივებაზეც ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ეს ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას"- განაცხადა წიქარიშვილმა.
დეველოპერთა ასოციაციის თავმჯდომარის გიორგი ქანანაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე მხარეებმა ყოველდღიურ საქმიანობაში არსებული პროცედურული საკითხების გამარტივებაზეც ისაუბრეს.
