ევროკავშირის ექსპერტებმა რუსთავის იუსტიციის სახლი დაათვალიერეს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი
მომსახურების ადგილები მოინახულეს და იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელი ექსპერტებისთვის რუსთავის იუსტიციის სახლში სპეციალური ტურიც მოეწყო. ექსპერტებიმისი ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნენ და მომხმარებელთა მომსახურების პროცესსაც დააკვირდნენ.
დელეგაციის ვიზიტის მიზანი ქვეყანაში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმის შედეგების გაცნობაა.
