"ქართუ მშენებელსა" და ნუგზარ ხუციშვილს 200 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ
"ქართუ მშენებელსა" და ნუგზარ ხუციშვილს 200 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ
18:43 12.03.2012
თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია "ქართუ მშენებელისა" და ნუგზარ ხუციშვილის მიმართ კონტროლის პალატის დადგენილება დაჯარიმებასთან დაკავშირებით არ გააუქმა.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, სასამართლომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქმის განხილვა მალე დასრულებულიყო. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც დღესვე გამოიტანეს და კონტროლის პალატის დადგენილება 200 000 ლარიანი ჯარიმის თაობაზე ძალაში დარჩა.
გადაწყვეტილებას ადვოკარი სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
გარდა ამისა, არჩილ კბილაშვილის განმარტებით, არ არის გამორიცხული ჯარიმის გადახდის ვადა სასამართლომ 27 თებერვლიდან აითვალოს.
"წესით, ჯარიმის გადახდის 30 დღიანი ვადა ათვლილი უნდა იქნეს სასამართლო განხილვის დასრულებიდან, მაგრამ არ გამოვრიცხავ ათვლა 27 თებერვლიდან დაიწყოს, ანუ როდესაც კონტროლის პალატამ ეს დადგენილება გამოიტანა"- განაცხადა კბილაშვილმა.
კონტროლის პალატამ 27 თებერვალს მიღებული დადგენილებით შპს "ქართუ მშენებელი", საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" და ნუგზარ ხუციშვილი 200-200 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი "ქართუ მშნებელის" მიერ მისი თანამშრომლის ნუგზარ ხუციშვილის მეშვეობით "ქართული ოცნებისთვის" 20 ათასი ლარის გადარიცხვა გახდა.


ბეჭდვა