"ქართული ოცნების" ოფისისთვის დაკისრებული ჯარიმის საკითხი ერთ თვეში გაირკვევა
"ქართული ოცნების" ოფისისთვის დაკისრებული ჯარიმის საკითხი ერთ თვეში გაირკვევა
17:26 12.03.2012
"ქართული ოცნების" ოფისისთვის დაკისრებული 4 000 ლარიანი ჯარიმის ირგვლივ წარმოშობილ დავაზე გადაწყვეტილებას  ზედამხედველობის სამსახური ერთი თვის ვადაში მიიღებს.

ამის შესახებ "ნიუსპრესს" "ქართული ოცნების" ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივარი მოისმინეს. გადაწყვეტილებას მერიის სამსახური "ქართულ ოცნებას" ერთი თვის ვადაში აცნობებს.

"ჩვენ გვაქვს სამართლებრივი და პროცესუალური არგუმენტები, რომლითაც ვადასტურებთ, რომ ცენტრალური ოფისის დაჯარიმება კანონის დარღვევით მოხდა. ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ზედამხედველობის სამსახურმა "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის დაჯარიმების მიზეზად არასწორად წარმოებული სამუშაოები დაახელდა.

ბეჭდვა