გამოკითხულთა 28,9%-ს მიაჩნია, რომ პუტინის გაპრეზიდენტება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება
გამოკითხულთა 28,9%-ს მიაჩნია, რომ პუტინის გაპრეზიდენტება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება
15:30 12.03.2012
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 7,2 % მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის არჩევა  საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე პოზიტიურად აისახება, გამოკითხულთა 28,9%-ს კი მიაჩნია, რომ ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ნეგატიურად იმოქმედებს.

ხმის მიმცემთა უმრავლესობის - 56,6%-ის პოზიციით, ეს დამოკიდებულია საქართველოსა და რუსეთის მმართველ პირებზე.

შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი 7,2%-მა შეიკავა.

სააგენტო "ნიუსპრესის" მიმდინარე საანალიზო კვირის გამოკითხვის თემა იქნება _ "როგორ აისახება ოპოზიციის შემდგომ წარმატებებზე ბიძინა ივანიშვილის მიერ "სახალხო კრებასთან" შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებები".

ბეჭდვა