თბილისის 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძის საქმეზე ძირითადი სასამართლო სხდომა 22 მარტს გაიმართება.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" ადვოკატმა ლიკა წიკლაურმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, დღეს მოსამზადებელ სხდომაზე მოწმეებთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ზოგიერთი მათგანის მოწვევაზე თანხმობა განაცხადა.
ალექსიძე 53-ე საჯარო სკოლიდან გასული წლის ოქტომბერში გარიცხეს. ოფიციალური ინფორმაციით, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო, დისციპლინარულმა საბჭომ მოსწავლის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე ალექსიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ოჯახის ძირითადი მოთხოვნა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და იმავე სკოლაში ალექსიძისთვის მოსწავლის სტატუსის აღდგენაა.
განათლების სამინისტროს ონფორმაციით, მიხეილ ალექსიძე უკვე ორი თვეა თბილისის 77-ე სკოლაში ირიცხება. გარდა ამისა, მე-20, 122-ე და 124-ე სკოლები მის მიღებაზე მზადყოფნას აცხადებენ.
