53-ე სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძის ოჯახის სარჩელთან დაკავშირებით დღეს მოსამზადებელი სხდომა გაიმართება.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" მიხეილ ალექსიძის დედამ ლალი ლეკიშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ოჯახის მთავარი მოთხოვნა უკანონო ბრძანების გაუქმება და 53-ე სკოლაში მოსწავლის სტატუსის აღდგენაა.
მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს ოჯახი, რომელ სკოლაში გააგრძელებს სწავლას მიხეილ ალექსიძე.
"ნიუსპრესთან" საუბრისას ლალი ლეკიშვილმა აღნიშნა, რომ მის შვილს მომხდარის გამო სერიოზული ფსიქოლოგიური ტრამვა აქვს და მკურნალობს.
მიხეილ ალექსიძე 53-ე საჯარო სკოლიდან გასული წლის ოქტომბერში გარიცხეს. ოფიციალური ინფორმაციით, მან სკოლის შინაგანაწესი დაარღვია, რის შემდეგადაც დისციპლინარულმა საბჭომ მოსწავლის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე, კი ალექსიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
განათლების სამინისტროს ონფორმაციით, მიხეილ ალექსიძე უკვე ორი თვეა თბილისის 77-ე სკოლაში ირიცხება. გარდა ამისა, მე-20, 122-ე და 124-ე სკოლები მის მიღებაზე მზადყოფნას აცხადებენ.
