პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა
პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა
13:53 11.03.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა გახსნეს.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს და ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლებმა ადრე ნასამართლევი, 1983 წელს დაბადებული გიორგი კუსრაძე დააკავეს.

ეჭვმიტანილმა მიმდინარე წლის 10 მარტს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი ძმის ცოლს, ნინო ბალახაძეს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ნინო ბალახაძე მიღებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ მკვლელობის იარაღიც ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბეჭდვა