ვალერი გელბახიანმა გირაო გადაიხადა
ვალერი გელბახიანმა გირაო გადაიხადა
19:12 09.03.2012
ვალერი გელბახიანმა გირაო დღეს გადაიხადა. ამის შესახებ "ნიუსპრესს" გელბახიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, გირაოს უზუნველყოფა გელბახიანმა ძმის სახლით მოახდინა. შესაბამისად, მას გამოძიების მსვლელობისას პატიმრობაში ყოფნა არ მოუწევს.

გელბახინი საქართველო-სომხეთის საზღვარზე 20 თებერვალს დააკავეს.
მას ბრალად 2008 წლის თებერვალში ბადრი პატარკაციშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ორგანიზება ედება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გელბახიანი 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გამოძიება კი - გრძელდება.

ბეჭდვა