სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, მთავარი სამმართველოს საგამოძიებო–ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა ირინა თვაური, ბექა მდინარაძე, ემა სალიმიანი, ნათელა ნასირიანი, ნანა გაბუნია, ნინო ჭრელაშვილი, მიხეილ ნაჭყებია და მანუჩარ ვეფხვაძე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება–გასაღების ფაქტზე დააკავეს.
აღნიშნული პირები ამ გზით შენგენის ქვეყნების ვიზის მიღებას ცდილობდნენ.
ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362–ე მუხლით მიმდინარეობს.
