სასჯელაღსრულების სამინისტრო 2012 წლის ანგარიშისა და 2013 წლის გეგმების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
სასჯელაღსრულების სამინისტრო 2012 წლის ანგარიშისა და 2013 წლის გეგმების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
15:27 28.12.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილის გიგა გიორგაძის განცხადებით, რომელიც მან დღევანდელ საანგარიშო ბრიფინგზე გააკეთა, 2012 წელს პრაქტიკულად დასრულდა სააგენტოს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეგიონალური ოფისების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის პროცესი და დაიხვეწა პრობაციონერებზე ზედამხედველობის ელექტრონული სისტემა.

მისივე თქმით, პარალელურად, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა პრობაციის ოფიცრების გადამზადების, შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნისა და მათ მიერ წარმოებულ საქმეთა რაოდენობის ოპტიმალურამდე შემცირების კუთხით.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომავალი წლის მნიშვნელოვან პრიორიტეტად თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ამოქმედებას, პირობით მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო, პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებს ასახელებს.

ასევე, მომავალი წლიდან პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესდება გარდამავალი ჯილდო პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ყველაზე აქტიურად გამშუქებელი ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებებისთვის.

ბეჭდვა