პროკურატურამ დაკითხვაზე უგულავას მოადგილე დაიბარა
პროკურატურამ დაკითხვაზე უგულავას მოადგილე დაიბარა
11:32 28.12.2012
საქართველოს მთავარ პროკურატურაში, დღეს თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე დაიბარეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მერიის პოზიციით, თანამდებობის პირთა პოლიტიკური მოტივით დაკითხვამ უკვე მახინჯი ტრადიციის სახე მიიღო.
„დღეს გენერალურ პროკურატურაში თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე გაურკვეველი უკანონო შეწირულობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს. სხვადასხვა თანამდებობის პირების პოლიტიკური მოტივით დაკითხვა მახინჯ ტრადიციად იქცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობაზე ზეწოლას ცდილობს.
აღნიშნული ფაქტები პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება უარყოფითად, რაც თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს აზარალებს. სამწუხაროდ სხვადასხვა პირებზე ზეწოლის მცდელობით გამოწვეული ეიფორია, აბსურდის თეატრს დაემსგავსა. მოვუწოდებთ ახალ ხელისუფლებას, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყნის განვითარების საკითხს“ - ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბეჭდვა