შსს-მ მკვლელობის საქმე გახსნა
შსს-მ მკვლელობის საქმე გახსნა
10:47 28.12.2012
თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების, გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოსა და თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1949 წელს დაბადებული ციალა ნიკოლიძის განზრახ მკვლელობისთვის, 1963 წელს დაბადებული ვაჟა ა. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ციალა ნიკოლიძის ოჯახსა და ვაჟა ა-ს საცხოვრებელი ფართის გამო წლების განმავლობაში უთანხმოება ჰქონდათ. 25 დეკემბერს, თბილისში, დაახლოებით 16:00 საათზე, ბახმაროს ქუჩაზე ვაჟა ა. ჩაუსაფრდა ციალა ნიკოლიძეს და ცეცხლსასროლი იარაღით, ზურგის არეში რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა. ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, დანაშაულის ადგილიდან, მკვლელობის იარაღი - „ნაგანის" სისტემის რევოლვერი, 4 ცალი მასრა და 2 ტყვიის გულა ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლების პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

საქმეს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილება იძიებს.

ბეჭდვა