ვანის საკრებულოს ყოფილთავმჯდომარეს პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა.
ვანის საკრებულოს ყოფილთავმჯდომარეს პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა.
15:46 27.12.2012
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე დავით კაკაბაძეს პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა.

მას, საჯარო მოხელეების წაქეზებასა და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა ედება ბრალად.

ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„2012 წლის 20 დეკემბერს დავით კაკაბაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოველობის შემსრულებელი გია ოჩხიკიძე და ამავე საკრებულოს აპარატის უფროსი ლალი სულაბერიძე წააქეზა, რომ მათ, მისი ხელმოწერით, ძველი თარიღით - 2012 წლის 05 ნოემბრით, შეედგინათ საკრებულოს თავმჯდომარის ყალბი ბრძანება საკრებულოს საკუთრებაში არსებული, 51,3 ათას ლარად ღირებული, "ტოიოტა ჰაილუქსის" მოდელის ავტომანქანის საქართველოს პარლამენტის N53 საარჩევნო ოლქის მაჟორტარი დეპუტატის ოფისზე მიმაგრების შესახებ“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დავით კაკაბაძე პასუხისგებასში პირველად 2012 წლის 8 დეკემბერს მიეცა. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დევნა ძალადობით) და 118-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენება ჯგუფურად) წარედგინა ბრალდება.
„გამოძიებით დადგინდა რომ, 2012 წლის 23 სექტემბერს, ვანში მეწარმე მამუკა შარაშენიძემ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ხმამაღლა გამოთქვა მწვავე და კრიტიკული შეფასებები ნაციონალური მოძრაობისა და მისი მხარდამჭერების მიმართ, რაც დაკავშირებული იყო ციხის ცნობილი სკანდალური ვიდეოკადრების გამოქვეყნებასთან. აღნიშნული ცნობილი გახდა რა ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი აქტივისტებისათვის, იმავე დღეს, დაახლეობით 21 საათზე, ვანში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვანის ოფისის შენობაში მიიყვანეს მამუკა შარაშენიძე, სადაც, ერთ-ერთ სამუშაო ოთახში, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით კაკაბაძემ, მამუკა ლეჟავამ და სხვა დაახლოებით ათამდე პირმა სცემეს ეს უკანასკნელი მისი პოზიციის გამო, რა დროსაც, გაუტეხეს ცხვირი და ჩაუმტვრიეს ნეკნი, რითაც მიაყენეს ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძილივი მოშლით“ - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ დანაშაულში კაკაბაძემ თავი დამნაშავედ არ სცნო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, დავით კაკაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 13 000 ლარი, თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით გირაოს თანხა შემდგომ 8000 ლარამდე შეუმცირდა. პროკურორის შუამდგომლობა დაკავებული თანამდებობიდან კაკაბაძის გადაყენების შესახებ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ ეს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული დავით კაკაბაძე, როგორც გირაოს ქვეშ მყოფი პირი, ოფიციალურად იქნა გაფრთხილებული კანონით გათვალისწინებული მისი უფლება-მოვალეობების შესახებ, მათ შორის, ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისთვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შესახებ, მან დანასშაული კვლავ ჩაიდინა, რის გამოც 2012 წლის 26 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველო სსსკ-ის 24,341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაშიც თავი დამნაშავედ არ სცნო. რამდენადაც, გირაოს ქვეშ ყოფნის პერიოდში მან არ უზრუნველყო თავისი სათანადო ქცევა, კერძოდ კი ჩაიდინა ახალი დანაშაული, პროკურატურა მიმართავს სასამართლოს მისთვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების 8000 ლარი გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნით“ - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

ბეჭდვა