მამუკა ახვლედიანი დაკითხვაზე მივიდა
მამუკა ახვლედიანი დაკითხვაზე მივიდა
11:29 27.12.2012
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ამ წუთებში მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საგამოძიებო სამსახურში დღეს, 11 საათისთვის იყო დაბარებული.
საქმე რიყის ტერიტორიის გასხვისებას ეხება, რომელთან დაკავშირებითაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
რიყის ტერიტორიასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში უკვე დაიკითხნენ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები.

ბეჭდვა