კოკა ყანდიაშვილი არჩილ კბილაშვილს მიმართავს
კოკა ყანდიაშვილი არჩილ კბილაშვილს მიმართავს
11:19 27.12.2012
უცხოეთში მყოფი ქართველი ტელეჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი, მთავარ პროკურორს მისი საქმის გამოძიების თხოვნით მიმართავს.
ეს მოთხოვნა ტელეჟურნალისტმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
„26 დეკემბერს, ყველა ტელეარხმა გადასცა რეპორტაჟი აქციის შესახებ, რომელიც გენერალურ პროკურატურასთან - ჩემს წინააღმდეგ გაიმართა!

მივმართავ მთავარ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილს!

გთხოვთ, გამოიძიოთ აქციის მონაწილეთა მიერ მოთხოვნილი საქმე.
თუ ჩემი ბრალეულობა დადგინდა, თუნდაც 10 ლარიანი ჯარიმის ტოლფასი - მზად ვარ მოვიხადო სამუდამო პატიმრობა და აღარასოდეს გამოვიდე ციხიდან!
სხვა შემთხვევაში, იმედია - ცილისმწამებელთა კანონით გათვალისწინებულ პასუხისგება დადგება!
ყველაფერს აქვს საზღვარი - თმენის ვალდებულებასაც“ - აცხადებს ყანდიაშვილი.


ბეჭდვა