ადამიანის უფლებათა სახლში ვახტანგ კომახიძის საგამოძიებო ფილმის პრემიერა გაიმართება
ადამიანის უფლებათა სახლში ვახტანგ კომახიძის საგამოძიებო ფილმის პრემიერა გაიმართება
18:01 26.12.2012
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საპრეზენტაციო დარბაზში, ხვალ ადამიანის უფლებათა ცენტრი, ვახტანგ კომახიძის ახალი ფილმის -„პოლიტემიგრანტის ისტორია“-ს პრემიერას წარმოადგენს .

როგორც „ნიუსპრესს“ ადამიანის უფლებათა ცენტრიდან აცნობეს, ფილმი ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრისა და წარსულში ცნობილი ფეხბურთელის,
კახა კალაძის ძმის, ლევან კალაძის გაუჩინარებისა და საქმის გამოძიების უცნობ
დეტალებზე მოგვითხრობს.

კერძოდ, მასში ასახულია, როგორ ცდილობდა „უჩინარი ხელი“, ლევან კალაძის საქმის გამომძიებლები სწორ კვალს ასცდენოდნენ, რატომ დააპატიმრეს გამომძიებელი ბათუ საღინაძე და როგორ „გახსნა“ ვანო მერაბიშვილის უწყებამ ერთი და იგივე საქმე ორჯერ, თვალშისაცემი დარღვევებით.

ვახტანგ კომახიძის ახალი საგამოძიებო ფილმის საპრემიერო ჩვენების ორგანიზატორი ადამიანის უფლებათა ცენტრია.

პრემიერა ხვალ 16.00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა