პროკურატურამ საკუთარი თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ საკუთარი თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
16:31 26.12.2012
მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2012 წლის 26 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში, ალექსი ბახუტოვის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

ბეჭდვა