26 მაისის მოვლენების გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი დაკითხვაზე დაიბარეს
26 მაისის მოვლენების გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი დაკითხვაზე დაიბარეს
11:50 26.12.2012
თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
მისი დაკითხვა უკვე დაახლოებით 1 საათია მიმდინარეობს.
გიორგაძის დაბარების მიზეზი სავარაუდოდ 26 მაისის მოვლენებია.
ამ ვარაუდს იზიარებს თავად გიორგაძე და აცხადებს, რომ 2011 წლის 26 მაისს, სასწრაფო დახმარების სამსახური საგანგებო სიტუაციებს ეკუთვნოდა და სავარაუდოდ სწორედ სასწრაფოს მუშაობასთან დაკავშირებით დაუსვამენ მას კითხვებს.
თემურ გიორგაძეს მთავარი პროკურატურიდან დღეს დილით დაუკავშირდნენ.


ბეჭდვა