ახალქალაქში მოქალაქემ ნებაყოფილობით, დიდი რაოდენობით იარაღი ჩააბარა
ახალქალაქში მოქალაქემ ნებაყოფილობით, დიდი რაოდენობით იარაღი ჩააბარა
10:26 26.12.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, ახალქალაქში მცხოვრებმა, 1961 წელს დაბადებულმა ალექსან მ–მ ცეცხლსასროლი და საბრძლო იარაღი წარმოადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩაბარებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი 4 მჭიდი, 6 ხელყუმბარა, ამათგან 3ცალი – „RG–42“, 2 ცალი –“F-1” და 1–იც –„RGD–5“ ტიპის, 4 საკვამლე კოჭა, 2 ცალი „R–7 გასროლა“, ორ პლასტმასის ქილაში მოთავსებული ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი (ფხვიერ მდგომარეობაში), 5 ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი ( მყარ მდგომარეობაში), ცეცხლსასროლი იარაღის სისტემაზე გადაკეთებული „ტირის თოფი“, კუსტარულად გადაკეთებული სანადირო თოფი ე.წ. „აბრეზი“, ასევე კუსტარულად დამზადებული ლულა დამრტყმელი მექანიზმით, 2 სასიგნალო რაკეტა, 7 ხელყუმბარის ამფეთქებელი ფალია, 183 ცალი 5,6 კალიბრიანი „გეკოს“ სისტემის იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნა, 556 ცალი 5,45 კალიბრიანი „AKC“-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნა, 41 ცალი 7,62 კალიბრიანი კარაბინის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
გამოძიებას შსს–ს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

ბეჭდვა