საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში თურქეთში მომხდარ ძარცვაში ქართველების მონაწილეობაზე ჯერჯერობით დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
თურქეთის ქალაქ ორდუში წუხელ საიუვილერიო მაღაზია გაძარცვეს.
მაღაზიიდან 1 მლნ თურქული ლირის ღირებულების 6 კილოგრამი ოქროა წაღებული. სავაჭრო ობიექტში ბოროტმოქმედები 8 მეტრიანი გვირაბის საშუალებით შევიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ძარცვაში ქართველებიც მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ საქმეს თურქეთის პოლიცია იძიებს.
