სასჯელაღსრულების სამინისტრო ციხეებზე საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის უფლებამოსილებისა და შემადგენლობის შესახებ განმარტებას აკეთებს
სასჯელაღსრულების სამინისტრო ციხეებზე საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის უფლებამოსილებისა და შემადგენლობის შესახებ განმარტებას აკეთებს
15:51 25.12.2012
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფებიდან ჟურნალისტების გამოყვანა უნდა მოხდეს, განმარტებას აკეთებს.
„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გ. ტუღუშის მიერ 2012 წლის 16 ოქტომბერით დათარიღებულ ბრძანებასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო განმარტავს, რომ #148 ბრძანების საფუძველზე ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფს უფლებამოსილების ვადა 2013 წლის 1 იანვარს ეწურება.
რაც შეეხება მოსაზრებას, თითქოს სამინისტრო ზღუდავს ჟურნალისტების მონაწილეობას სასჯელაღსრულების ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმის მონაწილეობაში, არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ხმათა უმრავლესობით, 22-23 დეკემბერს, გაეროს განვითარების პროექტის მხარდაჭერით გუდაურში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სადაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო მხოლოდ მოდერატორის ფუნქციას ასრულებდა. ამავე შეხვედრაზე გადაწყდა მოქმედი ადვოკატების მონიტორინგში მონაწილების შეზღუდვის საკითხიც“ - ნათქვამია სამინისტროს განმარტებაში.
მათივე განცხადებით, ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებით შეხვედრების ორგანიზებით, სამინისტრომ კეთილი ნება გამოხატა და აღნიშნული საკითხის დარეგულირება სამოქალაქო სექტორს მიანდო.

ბეჭდვა