საქართველოში სპეციალური სასამართლოების პორტალი ამოქმედდა
საქართველოში სპეციალური სასამართლოების პორტალი ამოქმედდა
15:10 25.12.2012
სასამართლო ხელისუფლებაში, საქართველოს სასამართლოების პორტალი ამოქმედდა.

როგორც „ნიუსპრესს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, საქართველოს სასამართლოების პორტალმა ერთ ვებ-გვერდში გააერთიანა სასამართლო ხელისუფლების შესახებ საინტერესო ყველა ინფორმაცია. ამიერიდან ნებისმიერი სასამართლოს საკონტაქტო მონაცემის, მოხელეთა სიის, სხდომათა განრიგისა და სხვა ინფორმაციის მისაღებად საკმარისია დაინტერესებული პირი ერთ მისამართს − www.court.ge -ს ეწვიოს.

პოტალი ყველა სასამართლოს ინდივიდუალურ გვერდს შეიცავს.

გარდა ამისა, პორტალი მომხმარებელს რამდენიმე სიახლეს, მათ შორის საქართველოს სასამართლოების ინტერაქტიულ რუკას,- ჩანართს „იპოვე“, ტექნიკური და პროცესუალური ხასიათის ონლაინ კონსულტაციას და ინტეგრირებულ იურიდიულ ლექსიკონს სთავაზობს.


ბეჭდვა