ვანო მერაბიშვილს დაკითხვაზე ისევ დაიბარებენ
ვანო მერაბიშვილს დაკითხვაზე ისევ დაიბარებენ
13:28 25.12.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს, დაკითხვაზე სავარაუდოდ ისევ დაიბარებენ.
ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, დღეს ჟურნალისტებტან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მერაბიშვილს განმარტებების გაკეთება ახალ საქმეზე მოუწევს. კონკრეტულად კი, მისმა გვარმა ენერგეტიკის სფეროს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და „რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების საქმეში გაიჟღერა.
მთავარი პროკურორი მიიჩნევს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილი მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს და ის სავარაუდოდ დაიკითხება.
რაც შეეხება დაკითხვის თარიღს, მთავარ პროკურორს ის არ დაუკონკრეტებია. კბილაშვილის თქმით, ამას ის პროკურორი გადაწყვეტს, ვინც უშუალოდ ამ საქმის ძიებაშია ჩართული.

ბეჭდვა