სარფის საბაჟოზე ჰეროინის შემომტანი დააკავეს
სარფის საბაჟოზე ჰეროინის შემომტანი დააკავეს
11:01 25.12.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სარფის საბაჟო -გამშვებ პუნქტში, ნარკოდანაშაულისთვის 1985 წელს დაბადებული ჯაბა ს. დააკავეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა თურქეთიდან კონტრაბანდული გზით 15 „ბაში" „ჰეროინის" შემოტანა სცადა.

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მის მიერ საქართველოში შემოტანილი კონტრაბანდული ნივთიერების მთლიანი წონა 2,59 გრამია.

ბრალდებულმა აღიარა ჩაადენილი დანაშაული. მის მიმართ, სისხლის სამართლის საქმე 262 მუხლის 2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა) აღიძრა.

ჯაბა ს. -ს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა. ის ბათუმის სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ბეჭდვა