საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება
საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება
10:55 25.12.2012
ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში, დღეს, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება.
ადამიანის უფლებათა ცენტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უფლებათა ცენტრი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პროცესის გრძელვადიან მონიტორინგს აწარმოებს. პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა, რომელშიც მოსარჩელეებს უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე წარმოადგენენ.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის პრინციპთან შეუსაბამოდ არის მიჩნეული ის გარემოება, რომ საქართველოში არსებულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებებია.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა აზრით, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობა, მათ შორის ამომრჩეველთა ხმების თანასწორობა - თანაბარი წონადობის პრინციპი, რაც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ამომრჩევლების დისკრიმინაციას წარმოადგენს.

ბეჭდვა