პატიმარი საკანში ჩამომხრჩვალი იპოვნეს
პატიმარი საკანში ჩამომხრჩვალი იპოვნეს
10:54 25.12.2012
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა #6 დაწესებულებაში, თანამშრომლებმა პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვნეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სავარაუდოდ სუიციდის შემთხვევასთან გვაქვს.
„ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით, მსჯავრდებული თ.კ. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა, #1 ახალი სარეჟიმო კორპუსის #4 საკანში, ჩამომხრჩვალი იპოვა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თკ. სასჯელს იხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ეცნობათ აღნიშნული ფაქტის შესახებ. ამავდროულად, დაუყოვნებლივ მოხდა საგამოძიებო ორგანოების ინფორმირება და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.

ბეჭდვა