როლანდ ახალაია დაკითხვაზე დღეს უნდა გამოცხადდეს
როლანდ ახალაია დაკითხვაზე დღეს უნდა გამოცხადდეს
10:29 25.12.2012
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი სამხარეო მთავარი პროკურორი როლანდ ახალაია, პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს უნდა გამოცხადდეს.
როგორც „ნიუსპრესს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, როლანდ ახალაია, თანხისა და უძრავი ქონების გამოძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახითაა დაბარებული.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა განცხადებით, ახალაია დაკითხვაზე სავარაუდოდ არ მივა და ის, მის მიმართ არსებულ კითხვებს საჯაროდ უპასუხებს.

ბეჭდვა