პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების გამყალბებელი მოქალაქეებისთვის ამნისტია 31 დეკემბერს დასრულდება
პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების გამყალბებელი მოქალაქეებისთვის ამნისტია 31 დეკემბერს დასრულდება
15:07 24.12.2012
მოქალაქეებისათვის, რომელთაც სხვადასხვა დროს პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები (პასპორტი, პირადობის მოწმობა და სხვა) გააყალბეს, ამნისტია, რომელიც 2011 წლის ივნისში გამოცხადდა, 2012 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დრომდე პირადი მონაცემების გაყალბებისთვის გამოცხადებული ამნისტიით 6496-მამოქალაქემ ისარგებლა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველოს 300-მდე მოქალაქის განცხადება ონლაინ რეჟიმში დაკმაყოფილდა. მათ დოკუმენტების მონაცემები საფასურის გადახდის გარეშე გაუსწორდათ.
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, განცხადების წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოში ჩამოუსვლელად, ინტერნეტის საშუალებითაც.
თუ ამნისტიის მოქმედების ვადის დასრულების შემდეგ სააგენტოს თანამშრომლების მიერ გამოვლინდება პირადი მონაცემების გაყალბების ფაქტი, რომელზეც მოქალაქეს თავად არ ექნება ნებაყოფლობით გაცხადებული, ამნისტიის ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი კვლავ დაისმება.



ბეჭდვა