ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე მოქალაქე დააკავეს
ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე მოქალაქე დააკავეს
14:45 24.12.2012
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქე ლევან ბერიძე დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ბერიძემ ერთ-ერთ მოქალაქეს 7800 ლარის სანაცვლოდ 30-მ 3 ხე-მასალის წარმომავლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები დაუმზადა, რომლის თანახმად, თითქოსდა, ხე ტყე ადიგენის სატყეო მეურნეობიდან კანონიერად იქნა ათვისებული და შესაბამისად, მისი რეალიზაცია შესაძლებელი გახდა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული დანაშაულის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 -ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც 4 დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბერიძეს გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და გირაო 5 000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ბეჭდვა