თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით, ღარიბაშვილმა სამინისტროდან ხუთი თანამშრომელი გაათავისუფლა
თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით, ღარიბაშვილმა სამინისტროდან ხუთი თანამშრომელი გაათავისუფლა
16:15 21.12.2012
თენგიზ გუნავას დაკავების საქმის დეტალებთან დაკავშირებით მიმდინარე შემოწმების საფუძველზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამინისტროდან 5 თანამშრომელი გაათავისუფლა.
ამის შესახებ სამინისტრო სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა სამსახურეობრივი შემოწმება თენგიზ გუნავას დაკავების თაობაზე.

გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი.

ამავე საკითხზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. დამატებითი ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულების შემდეგ“ - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


ბეჭდვა