პროკურატურა გურამ დონაძეს დაკითხავს
პროკურატურა გურამ დონაძეს დაკითხავს
12:32 21.12.2012
საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, დღის წესრიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის გურამ დონაძის დაკითხვის საკითხიც დადგეს.
მთავარი პროკურორის თქმით, საქმის ხელახალი ძიების მასალების მიხედვით, არსებობს ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ გურამ დონაძის პიროვნებით გამოძიება დაინტერესდეს, თუმცა სხვა დეტალები მთავარ პროკურორს ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განმეორებითი ძიებაა დაწყებული. პროკურატურამ რობაქიძის მეგობრებს, ბრალდება უკვე მოუხსნა.

ბეჭდვა