საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყებას განმეორებით გაუგზავნის.
ადეიშვილი, დღეს 10 საათისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში, მოწმის სახით დაკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა ის ამ დრომდე არ გამოცხადებულა.
ერთ-ერთი ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება.
უწყება დაკითხვაზე დაბარების შესახებ, ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში ზურაბ ადეიშვილის ოჯახის წევრს შალვა ადეიშვილს ჩაბარდა.
