42-ე მუხლი“ სახელმწიფოს გვარამიას მიმართ სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს
42-ე მუხლი“ სახელმწიფოს გვარამიას მიმართ სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს
10:40 21.12.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ყოფილი მაღალი თანამდებობის მქონე პირების , მათ შორის მედიასაშუალების გენერალური დირექტორის დაკავებისა და დაპატიმრების საკითხს ეხმიანება და სახელმწიფოს მოუწოდებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს მათ მიმართ აღნიშნული ღონისძიებების გამოყენებას .

„დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების დროს სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან აწარმოონ ეფექტიანი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, გამოავლინონ და დასაჯონ დამნაშავე პირები. ამავდროულად, აუცილებელია გამოძიების მიმდინარეობისას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული.

დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა არსებობდეს უკვე ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრული ეჭვის ფარგლებში წარმოშობს ამა თუ იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის საფუძვლიან ვარაუდს.

აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება უნდა იქნას გამოყენებული განსაკუთრებული სიფრთხილით და როგორც უკიდურესი ღონისძიება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გამოძიების წარმოებისათვის ხელს შეშლის, ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების ან მოწმეთა მოსყიდვის რეალური საფრთხე. აღნიშნული საფრთხეების არსებობა,უნდა იყოს დასაბუთებული და სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული, მხოლოდ საფრთხეზე ჰიპოთეტურად მითითება არ არის გამართლებული და არღვევს ადამიანის თავისუფლებასა და უსაფრთხოების უფლებას“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ბეჭდვა