ამნისტიის პროცესთან დაკავშირებით ხვალ შეხვედრა გაიმართება
ამნისტიის პროცესთან დაკავშირებით ხვალ შეხვედრა გაიმართება
16:49 20.12.2012
არასამთავრობო ორგანიზაციები “ადამიანის უფლებათა ცენტრი” და “ადამიანის უფლებათა სახლი”, საქართველოში მიმდინარე ამნისტიის პროცესთან დაკავშირებით, დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ხვალღია კარის დღეს გამართავენ.

შეხვედრა ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში გაიმართება.

ღია კარის დღეზე განხილული იქნება, თუ რა შემთხვევებში შეეხებათ ამნისტია
ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს. ადვოკატები დაინტერესებულ მოქალაქეებს
მიაწვდიან ინფორმაციას ამნისტიის კანონის აღსრულების საშუალებების შესახებ.

შეხვედრა ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის, “უფასო იურიდიული
დახმარება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის” ფარგლებში ტარდება.

პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის ფარგლებში,
"'სასამართლო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც
დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მეშვეობით.

ბეჭდვა