ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა
ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა
13:12 20.12.2012
ავღანეთში ერთი ქართველი ჯარისკაცი, გუშინ, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„19 დეკემბერს, ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ჯარისკაცი ჯერ-ჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მიმდინარეობს ქართველი სამხედროს „ძიება- გადარჩენის“ ოპერაცია, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების სარდლობა.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სამხედრო მოსამსახურის ოჯახი. ავღანეთში მყოფ ქართულ ქვედანაყოფებს მიღებული აქვთ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში .

„ძიება-გადარჩენის“ ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტის შესახებ კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით არ სახელდება.

ბეჭდვა