ექს-პარლამენტარი ვალერი გელბახიანი პროკურატურაში გირაოს დღეს შეიტანს. ამის შესახებ "ნიუსპრესს" გელბახიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.
"თანხის ნაცვლად გირაოს გადახდას ქონების უზრუნველყოფით დღეს მოვახდენთ"- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
გელბახინი საქართველო-სომხეთის საზღვარზე 20 თებერვალს დააკავეს.
მას ბრალად 2008 წლის თებერვალში ბადრი პატარკაციშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ორგანიზება ედება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გელბახიანი 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
