თეა წულუკიანმა და სოზარ სუბარმა სამუშაო შეხვედრა გამართეს
თეა წულუკიანმა და სოზარ სუბარმა სამუშაო შეხვედრა გამართეს
16:50 19.12.2012
სასჯელაღსრულების სამინისტროში, დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და იუსტიციის მინისტრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე - „პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია“.
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს სასჯელაღსრულების და იუსტიციის სამინისტროების მიერ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, მსჯავრდებულთა ეფექტური რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივითვე, აქტიურად ამუშავდება იუსტიციის სამინისტროში არსებული დანაშაულის პრევენციის ცენტრი და სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამისი უწყების თანამშრომლებთან ერთად განახორციელდება ერთობლივი პროექტები პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის.

ბეჭდვა