ალეკო ხეთაგურის და ნიკა გვარამიას დაკითხვა, ცრუ საწარმოს შექმნისა და მისთვის ერთი მილიონო დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარეობს
ალეკო ხეთაგურის და ნიკა გვარამიას დაკითხვა, ცრუ საწარმოს შექმნისა და მისთვის ერთი მილიონო დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარეობს
15:19 19.12.2012
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასამეწარმეო მიზნით, 2012 წლის ივლისში შექმნილ ცრუ საწარმოსათვის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისათვის 1 000 000 აშშ  დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური,  იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია, შპს „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენი“ ს დამფუძნებელი კახა დამენია და „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი იკითხებიან.

ფაქტთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

დაკითხვის პროცესი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რამდენიმე საათია გრძელდება.


ბეჭდვა