ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, ხვალ კვლევას „გზამკვლევი პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოში“ წარმოადგენს.
ადამიანის უფლებათა სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პოლიტპატიმრის სტატუსის განსაზღვრისათვის კრიტერიუმების შემუშავება იყო, რაც აქამდე საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა.
გამოცემა „გზამკვლევი - პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოში“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის -„სამოქალაქო საზოგადოების მიერ პოლიტიკური პატიმრების საკითხების შესწავლა“ ფარგლებში მომზადდა და ის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა განახორციელა.
ადამიანის უფლებათა სახლის ინფორმაციითვე, „გზამკვლევი - პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოში“- მიმოხილვას საქართველოში პოლიტიკური პატიმრების ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ, საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტერიუმებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ანგარიშებს საქართველოში პოლიტპატიმრების პრობლემის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის ანალიზს და უშუალოდ სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს მოიცავს.
ღონისძიება ხვალ 12:00 საათზე გაიმართება.