ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ამჟამინდელი დირექტორი და ყოფილი განათლების მინისტრი,
ასევე ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალეკო ხეთაგური და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დაკითხვაზე არიან დაბარებულები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. უცნობია აგრეთვე საკითხი, რის გამოც წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაკითხა.